FITA საერთაშორისო პარტნიორობის ქსელს აფართოებს — თანამშრომლობის მემორანდუმი GABA-სთან

ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციას (FITA) და ქართულ-სომხურ ბიზნეს ასოციაციას (GABA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალი პარტნიორობა FITA-ს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია და მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოსა და სომხეთის ბიზნეს და ფინტექ ეკოსისტემების დაკავშირებასა და ახალი რეგიონული შესაძლებლობების შექმნას. GABA-სთან თანამშრომლობით FITA აფართოებს საერთაშორისო პარტნიორობის პროფილს და აძლიერებს პლატფორმას, რომლის […]
ასოციაციის საგანგებო განცხადება კომპანიების დაჯარიმების საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე მკაფიოდ განმარტა დარღვევის ტექნიკური ბუნების შესახებ, საზოგადოებისა და მომხმარებლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს ჩვენც ავხსნათ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) დაჯარიმებასთან დაკავშირებული რეალური ვითარება, რათა თავიდან ავიცილოთ მედიაში გავრცელებული არასწორი ინტერპრეტაციები. მედიის ნაწილმა ეროვნული ბანკის მიერ კომპანიების დაჯარიმების ფაქტი გააშუქა სენსაციურ ჭრილში, რაც საზოგადოებას უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნულმა […]
The University of Georgia signed a memorandum with the Association for the Promotion of Financial Innovative Technologies

9 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტსა და ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციას – FITA შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი მოიაზრებს, საქართველოს უნივერსიტეტის ბლოქჩეინის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას, საერთო ინტეგრაციებს სამეცნიერო კვლევებში, სტუდენტებისთვის დასაქმების შეთავაზებას და ტექნიკურ თუ რესურსულ მხარდაჭერას. ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია – FITA, კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემაში ჩართული კომპანიების გაერთიანებაა. ის არის ინდუსტრიის წარმომადგენელი ორგანო […]
FITA ფართოვდება

ასოციაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული 4 ახალი VASP შეუერთდა 2026 წლის 27 მაისს ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციამ (FITA) ახალი წევრები მიიღო. ასოციაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ოთხი ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი (VASP) – Coinero, Stellex, Bitcasa და Werty შეუერთდა. ახალი წევრების მიერთება FITA-ს მისიის – უსაფრთხო, გამჭვირვალე და მაღალტექნოლოგიური გარემოს შექმნა ციფრული ფინანსებისთვის – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასოციაციის გაფართოება […]
The Virtual Asset Ecosystem in Georgia

18 მარტს, ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა მასშტაბური შეხვედრა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ინდუსტრიის წამყვანი აქტორები. დისკუსიის მთავარი მიზანი საქართველოში ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის განვითარება და არსებული ბარიერების იდენტიფიცირება იყო. ექსპერტულ პანელებზე განხილული საკვანძო საკითხები: ბაზრის კონკურენტუნარიანობა: ხაზი გაესვა ადგილობრივ და საერთაშორისო VASP-ებს შორის არსებულ არათანაბარ პირობებსა და პროდუქტების მრავალფეროვნების დეფიციტს. […]