FITA — Financial Innovative Technologies

FITA საერთაშორისო პარტნიორობის ქსელს აფართოებს — თანამშრომლობის მემორანდუმი GABA-სთან

ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციას (FITA) და ქართულ-სომხურ ბიზნეს ასოციაციას (GABA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ახალი პარტნიორობა FITA-ს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია და მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოსა და სომხეთის ბიზნეს და ფინტექ ეკოსისტემების დაკავშირებასა და ახალი რეგიონული შესაძლებლობების შექმნას.

GABA-სთან თანამშრომლობით FITA აფართოებს საერთაშორისო პარტნიორობის პროფილს და აძლიერებს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ახალი კავშირები, გაცვალონ გამოცდილება და ჩაერთონ რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაძლიერებასა და საქართველოსა და სომხეთს შორის ფინანსური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებას.