ვის შეუძლია გახდეს წევრი

ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული იურიდიული პირი

ავტორიზებული იურიდიული პირები

გაწევრიანება შეუძლიათ ფინანსურ სექტორში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ლიცენზია ან ავტორიზაცია. სამიზნე აუდიტორია: ბანკები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და სხვა რეგულირებადი ფინანსური ინსტიტუტები.

სხვა იურიდიული პირი

ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიები

ბლოკი მოიცავს იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც მოღვაწეობენ ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) სფეროში, თუმცა მათი საქმიანობა არ საჭიროებს სპეციფიკურ საბანკო ან ფინანსურ ლიცენზირებას. სამიზნე აუდიტორია: IT კომპანიები, სტარტაპები, ტექნოლოგიური სერვისების მომწოდებლები და აშ.

ფიზიკური პირი

ინდივიდუალური პროფესიონალები

ეს სექცია ეთმობა ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლება, ცოდნა და გამოცდილება ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და სურთ ასოციაციაში ინდივიდუალური წევრობა. სამიზნე აუდიტორია: ექსპერტები, კონსულტანტები, სტუდენტები ან სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალები.

ორგანიზაციაში მოქმედებს წევრობის ორი კატეგორია:

სრული წევრი

სრული წევრი

საერთო კრებაში ხმის უფლების მქონე წევრი

ასოცირებული წევრი

ასოცირებული წევრი

საერთო კრების სტანდარტული წევრი

რატომ უნდა გახდე ასოციაციის წევრი?

თქვენ გეძლევათ საშუალება, იყოთ პოლიტიკის შემუშავების პროცესის მონაწილე. წევრობა უზრუნველყოფს პირდაპირ დიალოგს მარეგულირებლებთან.

გამოიყენეთ ასოციაციის სამუშაო ჯგუფები თქვენი იდეებისა და ინიციატივებისთვის.

წევრობა თქვენს ორგანიზაციას და თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას გაცვალონ ერთმანეთში ცოდნა და პრაქტიკა, შეიმუშაონ ახალი ინიციატივები.

მიიღეთ წვდომა საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეგულაციების პროექტებზე ყველაზე ადრე, რათა თქვენი ბიზნესი მუდამ მზად იყოს მოსალოდნელი სიახლეებისთვის.

ასოციაცია გეხმარებათ თავიდან აიცილოთ რეპუტაციული და შესაბამისობის (Compliance) რისკები, რომლებიც თან ახლავს არარეგულირებად ან არასწორად გაგებულ გარემოში ოპერირებას.

ისარგებლეთ ბრენდის სანდოობით – გამოიყენეთ ბეიჯი „ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციის წევრი“.

ჩვენ ვქმნით ერთიან ხმას საქართველოს კრიპტო ინდუსტრიისთვის.

Founders and Members

ჩანიშნე შეხვედრა