FITA ფართოვდება

ასოციაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული 4 ახალი VASP შეუერთდა

2026 წლის 27 მაის ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციამ (FITA) ახალი წევრები მიიღო. ასოციაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ოთხი ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი (VASP) – CoineroStellexBitcasa და Werty შეუერთდა.

ახალი წევრების მიერთება FITA-ს მისიის – უსაფრთხო, გამჭვირვალე და მაღალტექნოლოგიური გარემოს შექმნა ციფრული ფინანსებისთვის – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასოციაციის გაფართოება ადასტურებს, რომ საქართველოს კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემაში მოქმედი კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ ინდუსტრიული თანამშრომლობისა და ერთიანი ხმის მნიშვნელობას.

FITA-ს დირექტორის, გვანცას მეუნარგიას განცხადებით:

„ყოველი ახალი წევრის შეერთება აძლიერებს ასოციაციას და, რაც მთავარია, მთელ ინდუსტრიას. Coinero-ს, Stellex-ის, Bitcasa-სა და Werty-ს მიერთება ნიშნავს, რომ ერთიანი ძალისხმევით უფრო ეფექტიანად შევძლებთ ინდუსტრიის გამოწვევებთან გამკლავებას, რეგულაციურ დიალოგში მონაწილეობას და საქართველოში ფინანსური ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას.”

ოთხივე ახალი წევრი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული VASP-ია, რაც მათი ფინანსური სანდოობისა და მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობის დასტურია.

გაფართოებული წევრობით FITA კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება:

–       პოლიტიკის ფორმირების პროცესში;

–       რეგულაციურ დიალოგში;

–      AML და შესაბამისობის სტანდარტების განვითარებაში;

–      განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაში.

FITA მოუწოდებს  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ  ყველა VASP-ს, შეუერთდნენ ასოციაციას და ერთობლივად იმუშაონ ინდუსტრიის განვითარებისა და საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის.

 დაკავშირება: fita.ge