ჩვენი საქმიანობის ეფექტურობას განაპირობებს ვიწრო სპეციალიზაცია და მაღალი პროფესიული ჩართულობა. თითოეული ინიციატივა გადის დამუშავების მრავალსაფეხურიან ციკლს შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ.
მუშაობის ფორმატი :
თემატური ფოკუსი – ნებისმიერი რეგულაცია თუ ტექნოლოგიური გამოწვევა მუშავდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალთა გუნდის მიერ .
დახურული ფორმატი – სამუშაო პროცესი მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში, რაც უზრუნველყოფს წევრებს შორის თავისუფალ და კონფიდენციალურ აზრთა გაცვლას.
საქმიანობის სფერო ეს არის ასოციაციის სტრატეგიული ცენტრი, სადაც ხდება გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ინიციირება.
შემადგენლობა – კომპანიების დირექტორები ან მათი წარმომადგენლები.
ასოციაციის ძირითად სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს პოლიტიკის შემუშავების სამუშაო ჯგუფში. აქ ხდება წევრების მხრიდან ინდუსტრიის გამოწვევების იდენტიფიცირება, ახალი იდეების წარმოშობა და მიმდინარე საკანონმდებლო/რეგულაციურ ცვლილებებზე ინდუსტრიის პოზიციის შეჯერება.
ინიცირებული საკითხები სიღრმისეული ანალიზისთვის გადაეცემა შესაბამის სამუშაო ჯგუფს:
შესაბამისი ჯგუფი ამზადებს ექსპერტულ დასკვნას და საბოლოო ფორმალიზებისა და დამტკიცების მიზნით უბრუნებს პოლიტიკის შემუშავების სამუშაო ჯგუფს.
თითოეული სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია წამოაყენოს ინიციატივა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის თემატიკის გათვალისწინებით და სამუშაო ჯგუფის დებულებით გათვალისწინებული პროცესის გავლის შემდეგ პროექტი წარუდგინოს პოლიტიკის შემუშავების ჯგუფს.
საქმიანობის სფერო: ფულის გათეთრების აღკვეთის (AML) საერთაშორისო სტანდარტების ადაპტაცია, რისკების მართვის მეთოდოლოგიების დახვეწა და სექტორის შესაბამისობის უზრუნველყოფა მარეგულირებელ მოთხოვნებთან. ჯგუფს გააჩნია შიდა, დახურული საკომუნიკაციო არხები და პროდუქტები, რომლებზეც წვდომა დაშვებული აქვთ მხოლოდ ასოციაციის წევრებს.
შემადგენლობა: წევრი კომპანიების AML ოფიცრები და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები.
საქმიანობის სფერო: სექტორის სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა, ახალი ბაზრებისა და პროდუქტების ანალიზი და ინდუსტრიის ბიზნეს-ინტერესების ადვოკატირება ეკონომიკური ზრდისთვის.
შემადგენლობა: კომპანიების დირექტორები, მმართველი რგოლის წარმომადგენლები და დარგობრივი ექსპერტები
საქმიანობის სფერო: ციფრული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაძლიერება, კიბერ-ინციდენტებზე რეაგირების ერთიანი სტანდარტების შემუშავება და მონაცემთა დაცვის მექანიზმების მუდმივი მონიტორინგი.
შემადგენლობა: წევრი კომპანიების კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები და იურიდიული გუნდი.