ახალი ერა ქართული კრიპტოინდუსტრიისთვის – ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია FITA დაფუძნდა

საქართველომ ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – ოფიციალურად დაფუძნდა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს წამყვან კრიპტოკომპანიებს საერთო მისიით – ხელი შეეწყოს ქვეყნის ციფრული ეკონომიკის განვითარებას.

ასოციაციის დაარსება გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს საქართველოს კრიპტოგარემოსთვის. ეს არის სიგნალი, რომ ინდუსტრიის ლიდერები მზად არიან იმუშაონ რეგულატორებთან პარტნიორობით და არა წინააღმდეგობაში, რათა ჩამოყალიბდეს გამჭვირვალე და მდგრადი მომავალი ბლოკჩეინისა და ციფრული ფინანსებისთვის.

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითა და თვითრეგულაციის პრინციპების დაცვით, ასოციაცია გაერთიანებულ ძალას წარმოადგენს ადგილობრივ ეკოსისტემაში.