ვირტუალური აქტივების ეკოსისტემა საქართველოში

18 მარტს, ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა მასშტაბური შეხვედრა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ინდუსტრიის წამყვანი აქტორები.

დისკუსიის მთავარი მიზანი საქართველოში ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის განვითარება და არსებული ბარიერების იდენტიფიცირება იყო.

 

ექსპერტულ პანელებზე განხილული საკვანძო საკითხები:

 

  • ბაზრის კონკურენტუნარიანობა: ხაზი გაესვა ადგილობრივ და საერთაშორისო VASP-ებს შორის არსებულ არათანაბარ პირობებსა და პროდუქტების მრავალფეროვნების დეფიციტს.

 

  • რეგულაციები და უსაფრთხოება: იმსჯელეს AML რეგულაციების ჰარმონიზაციაზე, P2P ტრანზაქციებთან დაკავშირებულ რისკებსა და თაღლითობის პრევენციის მექანიზმებზე.

 

  • ფინანსური ინოვაციები: განიხილეს ფინანსური ინსტრუმენტების ტოკენიზაციის პერსპექტივები და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე.

 

შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და ბლოკჩეინ ინდუსტრიას შორის ღია დიალოგი და კოორდინაცია აუცილებელი წინაპირობაა საქართველოში ციფრული ეკონომიკის უსაფრთხო განვითარებისთვის.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ მარეგულირებელი საჯარო უწყებების, კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანიების, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP), მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკონსულტაციო ფირმების, სტარტაპების, აკადემიური სექტორის, ბიზნესისა და საბანკო ასოციაციების, ასევე საბროკერო კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები.