საქართველომ ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – ოფიციალურად დაფუძნდა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს წამყვან კრიპტოკომპანიებს საერთო მისიით – ხელი შეეწყოს ქვეყნის ციფრული ეკონომიკის განვითარებას.
ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს ინოვაციური ფინანსური გარემოს ჩამოყალიბებას, ამ მიმართულებით უსაფრთხო და სანდო გარემოს შექმნას, საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობას და მისი წევრების ინტერესების დაცვას.
ასოციაცია აპირებს გაზარდოს ცნობადობა ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ, აამაღლოს ცნობიერება ამ მიმართულებით, ასევე გააფორმოს მემორანდუმები სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციასთან.