საქართველოში ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია შეიქმნა – მისია & ამოცანები

საქართველომ ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგაოფიციალურად დაფუძნდა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს წამყვან კრიპტოკომპანიებს საერთო მისიითხელი შეეწყოს ქვეყნის ციფრული ეკონომიკის განვითარებას.

ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს ინოვაციური ფინანსური გარემოს ჩამოყალიბებას, ამ მიმართულებით უსაფრთხო და სანდო გარემოს შექმნას, საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობას და მისი წევრების ინტერესების დაცვას.

ასოციაცია აპირებს გაზარდოს ცნობადობა ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ, აამაღლოს ცნობიერება ამ მიმართულებით, ასევე გააფორმოს მემორანდუმები სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციასთან.