საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე შედის. კრიპტო აქტივების ბაზრის გაფართოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება რეგულირების საკითხი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ კონტექსტში „ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის“ ასოციაციამ, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს (VASP) აერთიანებს, სახელმწიფო უწყებებს მიმართა ინიციატივით, რომელიც ბაზარზე თანაბარი კონკურენციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.